პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა ჯონდი ბაღათურიამ პარლამენტის თავმჯდომარეს დავით დღევს პლენარულ სხდომაზე პენსიონერების მიმართვა გადასცა.
როგორც ბაღათურიამ აღნიშნა, 23 იანვრს მისი პარტიის ყრილობაზე, 1157 პენსიონერმა ხელმოწერით დაადასტურა საკანონმდებლო ინიციატივების მხარდაჭერა, რომელიც ეხება პენსიის საარსებო მინიმუმთან გათანაბრებას და სოციალურად დაუცველი ადამიანების სახელმწიფო სამედიცინო დაზღვევით უზრუნველყოფას.
გარდა ამისა, ბაღათურია ითხოვს, რომ პარლამენტის საორგანიზაციო დეპარტამენტმა მიმართვის ასლი ყველა დეპუტატს გადაუგზავნოს, რათა `მოსახლეობამ იცოდეს ვინ უჭერს მხარს რეალურად შეჭირვებული მოსახლეობისათვის მინიმალური პირობების შექმნას.~
,,აქQ გამოჩნდება ვინ იქნება უკეთესი მერი და ხელმძღვანელი,~ - განაცხადა ბაღათურიამ.
ამასთან, ბაღათურია საპარლამენტო უმრავლესობას მისი ინიციატივების მხარდაჭერისაკენ მოუწოდებს. თუმცა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა პეტრე ცისკარიშვილმა ბაღათურიას გამოსვლას სესიაზევე პოპულიზმი უწოდა.
"ჩვენ ვიცით, რომ ბევრია სიღარიბის ზღვარს მიღმა და რომ საჭიროა მათზე ზრუნვა. მაგრამ ხელისუფლებას აქვს ლიმიტირებული ბიუჯეტი. თუმცა მაინც ვახერხებთ მუდმივად მოვუმატოთ პენსიებს და დახმარებებს. რის გამოც ხელისუფლება კრიტიკას ამ მხრივ არ იმსახურებს. სჯობს ვისაუბროთ ბიუჯეტის გათვალისწინებით და საქმიანად, ვიდრე თეატრალურად და პოპულიზმით~, - განაცხადა ცისკარიშვილმა.