საქართველოს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია ეწვია. დელეგაციაში არიან ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი და სამხრეთ კავკასიაში ეუთოს სპეციალური წარმომადგენელი. სამდღიანია ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები პრეზიდენტთან, პრემიერთან, პარლამენტის თავმჯდომარესა და მინისტრებთან. ვიზიტის მიზანი საქართველოში არჩევნების შემდეგ მდგომარეობის შესწავლაა.
"მოხარული ვარ რომ საქართველოში ვიმყოფები, ეს ქვეყანა ეუთოში ერთ-ერთი ძლიერი პარტნიორია. საქართველოდან ბევრ პოლიტიკოსს ვიცნობ. მე პრეზიდენტს და პრემიერს შევხდები. ვისაუბრებთ ქვეყნის გავნითარების პროცესებზე და ასევე საქართველოს მონაწილეობაზე ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე. ჩვენ ვაფიქსირებთ მხარდაჭერას, რადგან კავკასია ეუთოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი რეგიოინია" , - განაცხადა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა ვოლფგანგ გროსრუკი.