საქართველოს პარლამეტის თავმჯდომარის მოადგილე, სუამ-ის საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარე ზურაბ აბაშიძე 8-10 მაისს მონაწილეობას მიიღებს ქ. რიგაში დაგეგმილ ბალტიის ასამბლეის საერთაშორისო კონფერენციაში ,,თანამშრომლობის ჩამოყალიბება: ბალტიის პასუხი".
საქართველოს პარლამენტის ინფორმაციით, აღნიშნული კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობენ როგორც სუამ-ის და ბალტიის წევრი ქვეყნების პარლამენტების, აგრეთვე ბენელუქსის საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენლები.
ზურაბ აბაშიძე სუამ-ის საპარლამენტო ასამბლეის სახელით სიტყვით მიმართავს კონფერენციის მონაწილეებს, სადაც იგი ისაუბრებს სუამ-ისა და ბალტიის საპარლამენტო ასამბლეებს შორის თანამშრომლობის პერსპექტივებზე და სუამ-ის საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს თავმჯდომარეობის პრიორიტებზე.