"თავისუფალ სტუდენტთა კავშირი" შინაგან საქმეთა მინისტრთან შეხვედრას ითხოვს. სტუდენტებს უნდათ ირაკლი ღარიბაშვილისგან მოისმინონ მისი პოზიცია პირველ მაისს სტუდენტთა მანიფესტაციაზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით.
მათი აზრით, ხელისუფლებასა და საზოგადოებას შორის კომუნიკაციის პრობლემაა. სტუდენტთა კავშირის წევრების თქმით, ახალგაზრდები აწყდებიან ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებს არა მხოლოდ პოლიტიკურ, არამედ სოციალურ, ეკონომიკურ და კულტურულ სფეროში.
მათი განცხადებით, ხელისუფლება ვალდებულია მოისმინოს, გააანალიზოს და საზოგადოებასთან ერთად გადაჭრას ქვეყნის წინაშე მდგარი გამოწვევები.