ირაკლი პეტრიაშვილი გიორგი მარგველაშვილის განცხადებით გაოგნებულია. როგორც ჟურნალისტებთან პროფკავშირების ხელმძღვანელმა ირაკლი პეტრიაშვილმა განაცხადა ახალი შრომის კოდექსი ხელს შეუწყობს დასაქმებას.
,,გაოგნებული ვარ ამ განცხადებით. შეიძლება ითქვას, რომ არის სრული შოკი და მოულოდნელობა. ადრე როგორც იყო, რომ ევროპას დეკლარირებულად ყვიროდნენ და რეალურად სინგაპურსა და დუბაის გვიქადაგებდნენ და დღესაც თუ იგივე სიტუაცია გვაქვს ძალიან სამწუხაროა. დიდი სიამოვნებით გინდა პირდაპირ ეთერში, გინდა პრივატულად ვესაუბრებოდი და ავუხსნიდი და მეც მოვისმენდი მისგან არგუმენტებს შრომის კოდექსის რომელი მუხლი ქმნის პრობლემას", _განაცხადა პეტრიაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები