,,ეს არის ,,ქართული ოცნების" ამომრჩეველთა საოცნებო შრომის კოდექსი", _განაცხადა ჟურნალისტებთან იუსტიციის მინისტრის მოადგილემ სანდო ბარამიძემ გიორგი მარგველაშვილის განაცხადების კომენტირებისას და აღნიშნა, რომ ახალი შრომის კოდექსი თანამდეროვე სტანდარტებს შეესაბამება.
,,რაც შეეხება გიორგი მარგველაშვილის მოსაზრებას შრომის კოდექსის თაობაზე, რომ ეს არის როზა ლუქსემბურგის საოცნებო შრომის კოდექსი, ეს ასე არ არის. სინამდვილეში ეს არის ,,ქართული ოცნების" ამომრჩეველთა საოცნებო შრომის კოდექსი. ეს არის შრომის კოდექსი რომელიც სრულად შეესაბამება იმ დაპირებებს, რომლებიც ,,ქართულმა ოცნებამ" მისცა ამომრჩეველს წინასაარჩევნო კამპანიის დროს", -განაცხადა ბარამიძემ და აღნიშნა, რომ ინიცირებული შრომის კოდექსი აბალანსებს ურთიერთობებს დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის.
შეგახსენებთ, რომ ვიცე-პრემიერის გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, პარლამენტში როზა ლუქსემბურგის ოცნების შრომის კოდექსია შესული.პარლამენტში ისეთი შრომის კოდექსია შესული, ვერავინ ვეღარ გაინძრევა. როზა ლუქსემბურგის ოცნების შრომის კოდექსია შესული, როზა ლუქსემბურგის ოცნებას თუ ვახდენდით არ ვიცოდი. შიგნით ისეთები წერია, საერთოდ დამსაქმებელი ვეღარ გაჭაჭანდება საქართველოში, ვერც სახელმწიფო და ვერც ბიზნესი. ეს ძალიან პრობლემურია, მითუ მეტეს, ქვეყანაში, სადაც ბიზნესი უნდა განვითარდეს, სადაც ხელისუფლებამ რეფორმები უნდა გაატაროს. ამ შრომის კოდექსის შეტანა იყო აბსოლუტურად არასწორი. ამ ფონზე ესენი პოლიციას ურტყამენ", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა და აღნიშნა, რომ ახალი შრომის კოდექსი პროფკავშირების დიქტატის საფუძველზე დაიწერა.
მასალის გამოყენების პირობები