"პარლამენტში როზა ლუქსემბურგის ოცნების შრომის კოდექსია შესული", -განაცხადა ვიცე-პრემიერმა გიორგი მარგველაშვილმა ,,ჯიპას" სტუდენტებთან შრომის ახალი კოდექსის კომენტირებისას და აღნიშნა, რომ მომზადებული შრომის კოდექსში შესატანი ცვლილებებით, "დამსაქმებელი ვეღარ გაჭაჭანდება".
"პარლამენტში ისეთი შრომის კოდექსია შესული, ვერავინ ვეღარ გაინძრევა. როზა ლუქსემბურგის ოცნების შრომის კოდექსია შესული, როზა ლუქსემბურგის ოცნებას თუ ვახდენდით, არ ვიცოდი. შიგნით ისეთები წერია, საერთოდ დამსაქმებელი ვეღარ გაჭაჭანდება საქართველოში, ვერც სახელმწიფო და ვერც ბიზნესი. ეს ძალიან პრობლემურია, მით უმეტეს, ქვეყანაში, სადაც ბიზნესი უნდა განვითარდეს, სადაც ხელისუფლებამ რეფორმები უნდა გაატაროს. ამ შრომის კოდექსის შეტანა იყო აბსოლუტურად არასწორი. ამ ფონზე, ესენი პოლიციას ურტყამენ", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა და აღნიშნა, რომ ახალი შრომის კოდექსი პროფკავშირების დიქტატის საფუძველზე დაიწერა.