,ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ" კანონში შესატანი ცვლილებების გახილვა მომდევნო კვირისთვის გადაიდო.
კანონპროეტის განხილვა სესიაზე მწვავე კამათის ფონზე მიმდინარეობდა. სხდომის თავმჯდომარეს სამჯერ მოუწია რეგისტრაციის ჩატარება კვორუმის შესაკრებად. საბოლოოდ კი კანონის კენჭისყრა გადაიდო.
მთავრობის მიერ წარმოდგენილ ინიციატივას საპარლამენტო უმცირესობა წინააღმდეგობას პოლიტიკური არგუმენტებითა და პროცედურული ფორმებით უწევს.
მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივა ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლის წესების დარღვევისთვის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის ლიბერალიზაციას გულისხმობს.
შეგახსენებთ, რომ ცვლილებების მიხედვით, ოკუპირებულ ტერიტორიებზე საზღვრის გადაკვეთა პირველ ჯერზე ადმინისტრაციული წესით დაისჯება, რაც 400- ლარიან ჯარიმას გულისხმობს. ხოლო განმეორების შემთხვევაში კანონდმარღვევს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დაეკისრება.