საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ამერიკის შეერთებული შტატების ატლანტიკური საბჭოს ყოველწლიურ დაჯილდოების ცერემონიალში მიიღო მონაწილეობა.
პრეზიდენტის ადმინისტრაცის ინფორმაციით, ქვეყნის პირველი პირი ღონისძიების შემდეგ გამართულ გალა ვახშამს დაესწრო, რომელზეც ამერიკის სახელმწიფო მდივანი, ნატოს გენერალური მდივანი, სენატორები და მაღალი რანგის სხვა თანამდებობის პირები იყვნენ მიწვეული.