ზურაბ აბაშიძე გრიგორი კარასინს 4-5 ივნისს შეხვდება. როგორც პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში ზურაბ აბაშიძემ ნატოს საპარლამენტო ასამბლეის სემინარზე განაცხადა, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს გრიგორი კარასინს პრაღაში შეხვდება.
ზურაბ აბაშიძის განმარტებით შეხვედრაზე მხარეები გაანალიზებენ ფორმატის შექმნიდან 6 თვის შემდეგ მიღწეულ შედეგებს.ასევე საუბარი შეეხება გარკვეული კატეგორიის პირებისთვის რუსეთის ვიზების მიღებას.