"საქართველოს ავიახაზებს" ისრაელში ფრენაზე პრობლემები აღარ შეექმნება. ეს გადაწყვეტილება დღეს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის სხდომაზე იქნა მიღებული.
ქართული ავიაკომპანიის პრობლემების შესახებ საკითხ გუშინ პარლამენტში `ქრისტიან-დემოკრატებმა" დასვეს, დღეს კი შეხვედრა დარგობრივი ეკონომიკის საპარლამენტო კომიტეტში შედგა, სადაც აღნიშნული პრობლემს გადაჭრაზე კანონმდებლებთან ერთად ,,აირზენას" დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე თამაზ გაიაშვილი, ტრანსპორტის ერთიანი ადმინისტრაციის ხელმძღვანელის გიორგი ბოკუჩავა და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადილე ლევან დავითულიანიც მონაწილეობდნენ.
შეხვედრის დასრულების შემდეგ ლევან დავითულიანმა განაცხადა, რომ `საქართველოს ავიახაზებისა" და ისრაელის ერთ-ერთი კომპანიის `არკიას" შორის არსებული პრობლემის გადასაჭრელად დღეს საგარეო საქმეთა სამინისტროში ისრაელის ელჩს საქართველოში დაიბარებენ.
ისრაელის საავიაციო დეპარტამენტმა `საქართველოს ავიახაზებს~ ისრაელში ფრენების გრაფიკი აღარ დაუმტკიცა. შესაბამისად, 1-ლი ნოემბრიდან ქართული კომპანია ისრაელის მიმართულებით საჰაერო რეისებს ვეღარ განახორციელებდა.
დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარის გიორგი მელაძის განმარტებით, ამ პრობლემის წინაშე `აირზენა~ პრაქტიკულად ყოველწლიურად დგება და პრობლემებიც ხელისუფლების ჩარევის შედეგად წყდება ხოლმე.
გაიაშვილის განმარტებით კი, პრობლემები ყოველწლიურად ისრალეის კომპანია `არკიას" გამო იქმნება, რადგან ის ქართულ კომპანიას ყოველწლიურად ულტიმატუმებს უყენებს. ამასთან, მისი
შეფასებით, `არკიას" ულტიმატუმებს არანაირი სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნია.
ხელისუფლების წარმომადგენლები პირობას დებენ, რომ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას მაქსიმალურად იქნება დაცული ქართული კომპანიის ინტერესები და ავიაკომპანია 1-ლი ნოემბრიდან ისრაელში საჰაერო რეისებს, ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს.