კანცელარიაში მთავრობის სხდომა მიმდინარეობს. მინისტრთა კაბინეტის წევრები 37 საკითხს განიხილავენ. Mმინისტრებს მთავრობის სხდომის დაწყებამდე მედიის წარმომადგენლებთან კომენტარი არ გაუკეთებიათ.
მთავრობის დღის წესრიგის მიხედვით, ჯანდაცვის მინისტრი მთვრობის სხდომაზე 2013 წლისთვის სამედიცინო დაწესებულების რეაბილიტაციასა და აღჭურვის გემას წარდგენს, ასევე მთავრობის სხდომის დღის წესრიგში შესულია საკითხი ფაშიზმზე გამარჯვების 68-ე წლისთავთან დაკავშირებით აღსანიშნავ ღონისძიების შესახებ. მინისტრთა კაბინეტის წვერები ასევე რამდენიმე ეკონომიკურ საკითხსაც განიხილავენ.