საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტი დაიწყო. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ქვეყნის პირველი პირი დალასში ჯორჯ ბუშის საპრეზიდენტო ცენტრის გახსნის ცერემონიალს დაესწრო.
"ამერიკის ყოფილმა პრეზიდენტმა სიტყვით გამოსვლის დროს მიხეილ სააკაშვილიც ახსენა და აღნიშნა - მისი პრეზიდენტობის ერთ-ერთი მთავარი მიღწევა ის არის, რომ პრეზიდენტ სააკაშვილის გვარის სწორად წარმოთქმა ისწავლა. საქართველოს პრეზიდენტი ნატო-ს გენერალურ მდივანს ანდერს ფოგ რასმუსენსაც შეხვდა. მათ ერთად ივახშმეს და ისაუბრეს საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობასა და ქვეყანაში ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებზე", - ნათქვამია საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციაში.