საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიის ფარგლებში, გაიმართა ბიძინა ივანიშვილის შეხვედრა რუმინეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ პონტასთან.
პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრმა თავის რუმინელ კოლეგას მადლობა გადაუხადა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისა და საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის კუთხით აქტიური დახმარებისთვის.
მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობის, მათ შორის სავაჭრო-ეკონომიკური და სატრანსპორტო ურთიერთობების გაფართოების საკითხებზე იმსჯელეს.