ლიბიის დედაქალაქ ტრიპოლში საფრანგეთის საელჩოსთან ტერაქტი განხორციელდა. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას „როიტერი" ავრცელებს. წინასწარი მონაცემებით, საელჩოს შენობის მიმდებარედ დანაღმული ავტომანქანა აფეთქდა.
„აფეთქების შედეგად დიდი ზიანი მიადგა საელჩოს შენობას, აგრეთვე არიან დაშავებულები" - განაცხადა საფრანგეთის საელჩოს წარმომადგენელმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
გავრცელებული ინფორმაციით აფეთქების შედეგად მძიმედ დაიჭრა საელჩოს ორი დაცვის წარმომადგენელი. ჯერ-ჯერობით პასუხისმგებლობა მომხდართან დაკავშირებით არც ერთ ტერორისტულ დაჯგუფებას არ აუღია.