,,ოპონენტებთან როცა ვკამათობთ კარგად ჩანს რამდენად გვაკლია პოლიტიკური დებატების გამოცდილება", -განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა ევროსაბჭოში სიტყვით გამოსვლისას და აღნიშნა, რომ მოქმედ ხელისუფლებას დემოკრატიული მართვის გამოცდილება აკლია.
,,კარგად ვიცი, რომ დემოკრატიული მართვის გამოცდილება გვაკლია. როცა ჩვენს ოპონენტებთან ვკამათობთ, მაშინ კარგად ჩანს რამდენად გვაკლია პოლიტიკური დებატების გამოცდილება. რამდენად რთულია შეწყვიტო კამათი და ენდო მეორე მხარის კეთილ ნებას. თქვენთვის, ბუნებრივია ძნელია ამის გაგება", -განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.