პარლამენტის ბიუროს სხდომაზე პირველი და ორი მაისის პლენარული სხდომების დღის წესრიგის საკითხები განიხილეს. მომდევნო კვირას კანონმდებლები კანონპროექტებთან ერთად საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩობის კანდიდატებზეც იმსჯელებენ.
კერძოდ კი, საუბარია ყაზახეთის, აზერბაიჯანის, თურქეთის და ლიტვის რესპუბლიკებში ელჩების დანიშვნასა და ასევე ევროპის საბჭოსთან საქართველოს მუდმივ წარმომადგენლის დანიშვნის თაობაზე.
ბიუროს სხდომაზე ახალი საკანონმდებლო ინიციატივები და საორგანიზაციო საკითხებიც განიხილეს.
ბიუროს წევრებმა კენჭი უყარეს „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ" კანონპროექტის ინიციატორის მოთხოვნას მისი დაჩქარებული წესით განხილვის თაობაზე.
კენჭისყრის შედეგად წარმოდგენილ კანონპროექტს პარლამენტი ჩვეული რეჟიმით, არადაჩქარებული წესით განიხილავს, რადგან აღინიშნა, რომ საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე მიზანშეწონილია საკითხის საფუძვლიანად შესწავლა და განხილვა.
ბიუროს მომდევნო სხდომა 29 აპრილს გაიმართება.