ნატოს ძალებისა და ავღანური არმიის ერთობლივი სამხედრო ოპერაცია თალიბების წინააღმდეგ, რომელიც ავღანეთის სამხრეთში ქალაქ მარჯას მიდამოებში მიმდინარეობს, შესაძლოა კიდევ 12-18 თვე გაგრძელდეს. ამის შესახებ ტელეკომპანია "NBჩ"-სის ეთერში აშშ-ს შეიარაღებული ძალების ცენტრალური სარდლობის მეთაურმა დევიდ პეტრუსმა განაცხადა.
მისი თქმით, ახლანდელი საბრძოლო მოქმედებები, რომელიც უკვე მეორე კვირაა მიმდინარეობს _ "ეს ხანგრძლივვადიანი კამპანიის მხოლოდ დასაწყისია და ავღანეთში ამბოხებულთა წინააღმდეგ მიმართული აშშ-ს ახალი სტრატეგიის ერთ-ერთი ეტაპია".
პეტრუსმა სინანულით აღნიშნა, რომ ოპერაცია კოდური სახელწოდებით "მასტარაკი" ("ერთად") უფრო ნელა მიდის, ვიდრე ეს ადრე იგეგმებოდა, ამიტომაც "მისი დასრულების ვადებზე ჯერ-ჯერობით საუბარი რთულია".
"ყოველთვის, როგორც ეს ერაყში იყო, როდესაც აშშ-ს არმია შედის იმ რაიონებში, რომლებსაც ამბოხებულები თავის დასაყრდენად მიიჩნევენ, ჩვენ მძლავრ წინააღმდეგობასა და ხანგრძლივ ბრძოლებს ველოდებით", _ განაცხადა პეტრუსმა და დასძინა, რომ ორივე მხრიდან დანაკარგი შესაძლოა, სამწუხაროდ შთამბეჭდავი იყოს _ "აქ საუბარი მიდის, დანაკარგებზე როგორც აშშ-ს არმიის ისე სამოქალაქო მოსახლეობის მხრიდან".
აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის დასაწყისიდან კოალიციამ ავღანეთში 90 ჯარისკაცი და ოფიცერი დაკარგა. მათგან 12 ოპერაცია "მასტარაკის" დაწყებიდან ერთი კვირის განმავლობაში.
ქალაქი მარჯა თალიბების მთავარ ბასიტიონად მიიჩნევა.