უკრაინის ახლადარჩეული პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი ქვეყნის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე სამი კანდიდატურის განხილვას აპირებს.
უკრაინის პრემიერ-მინისტრის თანამდებობის დაკავება შეიძლება შესთავაზონ ბიზნესმენ სერგეი ტიგიპკოს, პარლამენტის ექს-სპიკერს არსენ იაცენიუკს ან რეგიონების პარტიის ერთ-ერთ ლიდერს ნიკოლაი აზაროვს.
"საბოლოო გადაწყვეტილება მოგვიანებით იქნება მიღებული, უმაღლეს რადაში სადეპუტატო ფრაქციების კოალიციის ფორმირების პროცესში", _ განაცხადა იანუკოვიჩმა უკრაინულ ტელეარხებთან საუბრისას.