საქართველოს პარლამენტში ფიზიკური დაპირისპირებაა.
საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, ფიზიკური დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა გიორგი შარაშიძემ სიტყვით გამოსვლა დაასრულა.
შარაშიძემ კობახიზის მისამართით განაცხადა, რომ „ქართული ოცნებაც“ კი არ იმსახურებს დღევანდელ პრემიერ-მინისტრს და დარწმუნებულია, რომ მის ამ მოსაზრებას თავად „ქართული ოცნების“ წევრებიც ეთანხმებიან“. ამ განცხადების შემდეგ ტრიბუნიდან ჩამოვიდა და სწორედ ამის შემდეეგ დაიწყო დაპირისპირება.
ფოტო: საზოგადოებრივი მაუწყებელი