"რუსული იმპერია, რომელმაც ბრძოლით ვერაფერი დაკლო ქართულ სახელმწიფოს დღეს "ქართულ ოცნებად" შენიღბული ეპოტინება ჩვენს სამშობლოს.", _ განაცხადა პარტია "ნაციონალური მოძრაობის" აქციაზე სიტყვით გამოსვლისას პარტიის ერთ ერთმა წევრმა აკაკი ბობოხიძემ.
"ბედნიერი ვარ რომ აქ არის მთელი საქართველო - აქ რის ის ვინც მიხვდა რომ სამშობლო განსაცდელშია.
ილია ჭავჭავაძემ სამი რამ შეუყენა ფუძედ ჩვენს თვითმყოფადობას - მამული, ენა, სარწმუნოება. არც ერთ ჩვენს დამპყრობელს - არც არაბს, არც სპარსს არც ოსმალოს, არც მონღოლს არ წაურთმევია ჩვენი მამული ბოლომდე, იმიტომ რომ არ გაუუქმებია დინასტია ბაგრატოვანთა და არ გაუუქმებია სახელმწიფო და ეკლესიის ავტოკეფალია. ეს მხოლოდ რუსეთის იმპერიამ გააკეთა და ქართულ ენას - ძაღლების ენა უწოდა", _ აცხადებს ბობოხიძე.