,,ხმები ჩვენი გარდაცვალების შესახებ გადაჭარბებულია", -განაცხადა რუსთაველის გამზირზე სიტყვით გამოსვლისას საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა დავით ბაქრაძემ.
,,მინდა ყველას მადლობა გადაგიხადოთ ვინც აქ მოხვედით და თქვენი აქ მოსვლით ყველას დაანახეთ, რომ ხმები ჩვენი გარდაცვალების შესახებ გადაჭარბებულია. ჩვენ ცოცხლები ვართ, ჩვენ ერთად ვართ, ჩვენ ბევრნი ვართ", _განაცხადა ბაქრაძემ და აღნიშნა, რომ დღევანდელი დღე არის არა მხოლოდ პარტიული, არამედ ეროვნული დღე
.