,,დღევანდელი აქციით, ,,ნაციონალური მოძრაობა" პოლიტიკურ ცხოვრებას ახალ იმპულსს შესძენს", -განაცხადა ჟურნალისტებთან ,,ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი კანდელაკმა დაგეგმილი აქციის კომენტირებისას და აღნიშნა, რომ ,,ნაციონალური მოძრაობა" პროგრესზე ორიენტირებული პარტიაა.
,, დღევანდელი აქციით ,,ნაციონალური მოძრაობა" აჩვენებს, რომ იგი არა მხოლოდ აგრძელებს საქმიანობას, როგორც ყველაზე ქმედითი პოლიტიკური პარტია საქართველოში, არამედ ის განიცდის განახლების პროცესს", -განაცხადა კანდელაკმა და აღნიშნა, რომ ,,ნაციონალურ მოძრაობაში" ბევრი ადამიანი წევრიანდება.
შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილის გუნდის მიერ დაანონსებული აქცია, დღეს 16:00 საათზე პარლამენტის ყოფილ შენობასთან გაიმართება.