"ბაზისბანკის" სათავო ოფისში ბანკის ხელმძღვანელები OPIC-ის (აშშ-ის მთავრობის კერძო ინვესტიციების კორპორაცია) წარმომადგენლებს, კენეთ ენჯელსა და ალფრედ როდრიგეს შეხვდნენ. მხარეებმა განიხილეს 5 მლნ დოლარის მოცულობის საკრედიტო ხაზის მისაღებად დარჩენილი პროცედურები.
OPIC-ის მიერ გამოყოფილი საკრედიტო ხაზი საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესის დაფინანსებას მოხმარდება.
`ბაზისბანკის~ გენერალური დირექტორის განცხადებით, `ბაზისბანკი~ პრიორიტეტულად მიიჩნევს SME-სექტორის მხარდაჭერას, რადგან მიაჩნია, რომ სწორედ მისი განვითარება შეუწყობს ხელს ქვეყანაში ეკონომიკური კრიზისის დაძლევასა და ქვეყნის ეკონომიკურ წინსვლას. OPIC-ის მიერ გამოყოფილი საკრედიტო ხაზი, საშუალებას მოგვცემს გავცეთ გრძელვადიანი კრედიტები, საკმაოდ დაბალი საპროცენტო განაკვეთით - წლიური 18%-ით. თუმცა მოსალოდნელია, რომ ახლო მომავალში საპროცენტო განაკვეთი კიდევ უფრო დაიკლებს.
`ბაზისბანკი~ იყო პირველი პარტნიორი ბანკი სპეციალური პროგრამისა "Georgian Financial System Framework", რომელიც ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა საქართველოს ფინანსური სექტორისთვის შეიმუშავა. პროექტის ფარგლებში, `ბაზისბანკმა~ 6-მილიონიანი საკრედიტო ხაზი მიიღო მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესის დასაფინანსებლად.
"ბაზისბანკი~ 1993 წელს დაარსდა. 2008 წლის მაისში გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, მისი აქციონერი გახდა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი. საქართველოს საბანკო სექტორში `ბაზისბანკი~ ერთადერთი ბანკია, რომლის კაპიტალში EBRD დასავლელი პარტნიორების გარეშე მონაწილეობს. EBRD-ის მხრიდან ამგვარი გადაწყვეტილების საფუძველი გახდა `ბაზისბანკის~ სტაბილურობა, მრავალწლიანი გამოცდილება, გონივრული მენეჯმენტი და ფინანსური გამჭვირვალობა.