თბილისის საკრებულოში ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობა" კიდევ ერთმა დეპუტატმა დატოვა. ნაციონალების რიგებს ამჯერად ბესო ბენდელიანი გამოაკლდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ბენდელიანმა საკრებულოს უმრავლესობა აზრთა სხვადასხვაობის გამო დატოვა და ის სავარაუდოდო „დამოუკიდებელი დემოკრატების" წევრი გახდება.
შეგახსენებთ, რომ თბილისის საკრებულოს უმრავლესობაში ამჟამად 25 დეპუტატია, 22 კი ოპოზიციაში.