სამართალდამცავებმა მკლავჭიდში მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი ზაურ ცხადაძე დააკავეს. მკლავჭიდის ფედერაციის ხელმძღვანელის სოსო ჯაჭვლიანის ინფორმაციით, ცხადაძე ფინანსურ დანაშაულთან დაკავშირებით ფინანსურმა პოლიციამ დააკავა. სხვა დეტალები მისთვის უცნობია.
ზაურ ცხადაძე 21 ოქტომბერს თბილისში, ერთ-ერთ ბენზინგასამართ სადგურთანდააკავეს.