დღეს, 14:00 საათზე, საქართველოს გენერალური პროკურატურის შენობასთან ზურა ვაზაგაშვილის საქმის ხელახალი გამოძიების მოთხოვნით, საპროტესტო აქცია გაიმართება.
აქციის ორგანიზატორთა განცხადებით, პროკურატურაში ამოიწურა ვაზაგაშვილის საქმის ხელახალი გამოძიების მოთხოვნით შეტანილ განცხადებაზე პასუხის გაცემის 10 დღიანი ვადა, და აქციის მონაწილეები პროკურატურას კიდევ ერთხელ შეახსენებენ თავის მოთხოვნას.
საპროტესტო აქციაში მონაწილეობას მოძრაობა "7 ნოემბერი", "გადაარჩინე სიცოცხლე'" "კოალიცია ჩვენი თავისუფლებისთვის", ჟურნალისტთა გაერთიანება "ობიექტივი", ადვოკატთა დამოუკიდებელი პროფკავშირი და სხვადასხვა მიზნობრივი ჯგუფები მიიღებენ.