დღეს, 8 აპრილს, საქართველოს ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კარელ შვარცენბერგი ეწვევა. შვარცენბერგთან ერთად თბილისში ჩეხი ბიზნესმენების წარმომადგენლობითი დელეგაცია ჩამოვა.
ჩეხეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი შეხვედრებს გამართავს საქართველოს მთავრობის წარმომადგენლბთან, რომელებთანაც განიხილავს ორმხრივი თანამშრომლობის, ეკონომიკური და საქმიანი ურთიერთობების, ასევე საქართველო ევროკავშირის და რეგიონალური განვითარების საკითხებს.
ვიზიტის ფარგლებში ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს, პრემიერ მინისტრს ბიძინა ივანიშვილს, საგარეო საქმეთა მინისტრს მაია ფანჯიკიძეს და სხვა ოფიციალურ პირებს შეხვდება.