ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრს კახა კალაძეს ხვალ, 4 აპრილს საპარლამენტო უმცირესობის სხდომაზე მოუსმენენ.
უმცირესობის წევრების განცხადებით, ისინი ჰესების მშენებლობის პროცესით და ტარიფების საკითხებით დაინტერესდებიან.
საპარლამენტო უმცირესობის წევრებმა აღნიშნულ ფორმატში შინაგან საქმეთა მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკოს და სახელმწიფო მინისტრს რეინტეგრაციის საკითხებში პაატა ზაქარეიშვილს უკვე მოუსმინეს.