,,საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებებით "ქართული ოცნება" თბილისის საკრებულოში უმრავლესობის მოპოვებას არ ცდილობს", _განაცხადა ჟურნალისტებთან საკრებულოში გამართულ პრესკონფერენციაზე ფრაქცია ,,ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარემ ზაზა გაბუნიამ საპარლამენტო უმცირესობის განცხადების კომენტირებისას.
,,ამ ცვლილებით "ქართული ოცნება" თბილისის საკრებულოში უმრავლესობის მოპოვებას ცდილობს, რეალობას მოკლებულია. "არჩევნები სამ თვეში იმართება. საკრებულოში კი უკვე არსებობს შესაძლებლობა და განწყობა, რომ სამ თვეზე ადრე მოხდეს ახალი უმრავლესობის ფორმირება", - განაცადა გაბუნიამ.
შეგახსენებთ, რომ ,,ნაციონალური მოძრაობა" "საარჩევნო კოდექსში" დაგეგმილ ცვლილებებს "ქართული ოცნების" მიერ თბილისის საკრებულოში უმრავლესობის მოპოვებას უკავშირებს.