საპარლამენტო უმრავლესობის დახურული სხდომა გაიმართა.
როგორც უმრავლესობის წევრებმა განაცხადეს, სხდომაზე ის საკითხები განიხილეს, რომლებიც ამჟამად, პარლამენტში განსახილველადაა შეტანილი.
მათივე თქმით, საუბარი ასევე, შეეხო იმ კანონპროექტებს, რომლებსაც უმცირესობა მხარს არ უჭერს. მათ შორის, "ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ" კანონში და "საერთო სასამართლოების შესახებ" კანონში შესატან ცვლილებებს.
უმრავლესობის დახურული სხდომა ცოტა ხნის წინ დასრულდა.