,,სახალხო დამცველის მოხსენებაში ის თემებია, რასაც რუსეთის ფედერაციის მაღალჩინოსნები აჟღერებდნენ", -განაცხადა პარლამენტის სესიაზე ,,ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ბარამიძემ სახალხო დამცველი მოხსენების კომენტირებისას.
,,ნანუაშვილი ფაქტობრივად ადანაშაულებს ჩვენს ქვეყანას, რადგან ადანაშაულებს ხელისუფლებასთან დაახლოებულ თუ ხელისუფლების წევრ პირებს ისეთ მძიმე დანაშაულში როგორიც არის ტერორისტებისთვის თავშესაფრის მიცემა, საქართველოში ტერორისტული ბაზების შექმნა, ტერორისტების მომზადება, ტერორისტების მფარველობა და რუსეთის ფედერაციაში ტერორისტების გადაგზავა და ტრანზიტი. Eეს არის სწორედ ის თემები, რასაც ბოლო წლების განმავლობაში აჟღერებდნენ რუსეთის ფედერაციის მაღალჩინოსნები", -განაცხადა ბარამიძემ.