,,რაბათის ციხე ვიღაცის ჯინაზე, კონკრეტული პერსონალური ბოღმების ხარჯზე არის გაჩერებული", _განაცხადა საპარლამენტო ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი გაბაშვილმა პარლამენტის სესიაზე სიტყვით გამოსვლისას რაბათის ციხის ირგვლივ მიმდინარე პროცესების კომენტირებისას.
,,ეს არის ადგილი, რომლის რეაბილიტაციაც განხორცილედა და ეს არის ადგილო რომელმაც დიდი მნიშვნელობა შეიძინა რეგიონისთვის, სადაც ბევრი ადამიანი მუშაობდა და უმეტესობა მათგანი დღეს დათხოვნილია. Eეს არის ადგილი სადაც იხსნებოდა ახალი ობიექტები, ახალი მაღაზიები დაყ ველა მათგანი დაკეტილია, სადაც ტარდებოდა ასეულობით ადამიანის ექსკურსიები და ესენი აღარ ტარდება, ანუ ერთი ცოცხალი ადგილი რეაბილიტირებული რაბათის ციხე, რომელზეც ძალიან დიდი ძალისხმევა იქნა დახარჯული წარსულში დღეს უბრალოდ ვიღაცის ჯინაზე, კონკრეტული პერსონალური ბოღმების ხარჯზე არის გაჩერებული", _განაცხადა გაბაშვილმა და აღნიშნა, რომ ამ საკითხს ჯანსაღი მიდგომა სჭირდება.