,,არავინ არაფრის დანგრევას არ აპირებს, რაც ღირებულია", - განაცხადა ჟურნალისტებთან კოალიცია ,,ქართული ოცნების" ერთ-ერთმა ლიდერმა ნუკრი ქანთარიამ საპარლამენტო უმცირესობის განცახდების კომენტირებისას და აღნიშნა, რომ არავინ რაბათის ციხის დანგრევას არ აპირებს.
,,ამაზე სერიოზულად ვერ გავცემთ პასუხის, თითქოს ჩვენ გვინდა ნგრევა. რაც შეეხება იმ განცხადებას, რომელიც მანანა მანჯგალაძემ გააკეთა ამაზე კულტურის სამინისტრომ უკვე გასცა კომპეტენტური პასუხი", -განაცხადა ჟურნალისტებთან ნუკრი ქანთარიამ.
შეგახსენებთ, რომ საპარლამენტო უმცირესობის განაცხადებით, ხელისუფლებას ნგრევის ინსტიქტი ამოძრავებს.