დადგენილებას, რომელიც "საერთო სასამართლოების შესახებ" კანონპროექტს მესამე მოსმენიდან კვლავ მეორე მოსმენით განხილვის პროცესში დააბრუნებს, დეპუტატები დღეს უყრიან კენჭს.
ოპოზიციას და უმრავლესობას შორის კვლავ უთანხმოებად რჩება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე და არამოსამართლე წევრების დაკომპლექტების საკითხი.
საპარლამენტო უმცირესობას მიაჩნია, რომ ვენეციის კომისიის რეკომენდაციები ბოლომდე არ არის გათვალისწინებული.
აღნიშნულ მოსაზრებას კვლავ არ იზიარებს უმრავლესობა და აცხადებს, რომ დოკუმენტის არსებული რედაქცია სასამართლოს სისტემის დამოუკიდებლობისთვის მნიშვნელოვანია.
"რეკმენდაცია, რომელიც ჰქონდა ვენეციის კომისიას იყო ის, რომ მთავრობამ არ უნდა მოიპოვპოს კონტროლი სასამართლოზე. ეს ვითრება არ არის გათვალისწინებული, შესაბამისად, ჩვენ ბუნებრივია, ვიქნებით წინააჭმდეგნი ამის მიღებისა", - განაცხადა უმცირესობის წევრმა სერგო რატიანმა.
მისი თქმით, თავისთავად, დადებითი მოვლენა იყო ის, რომ კანონპროექტი შეჩერდა და უკან დაბრუნდა, თუმცა მმართველმა გუნდმა ბოლომდე ვერ გააცნობიერა ის პრობლემა, რომელიც საზოგადოებას აწუხებს.