ჟურნალ ტაბულასთვის მიცემულ ინტერვიუში უშიშროების საბჭოს მდივანი აცხადებს რომ ოპოზიციის სისუსტემ 9 წლის განმავლობაში ხელისუფლების შიგნით მოდუნება და ბალანსის მორღვევა გამოიწვია. ბოკერიას განცხადებით ყველაზე დამაგრეველი კი იყო ციხის სკანდალი და მთავარი პრობლემა, რომ სისტემის შიგნით ამაზე ადრეული რეაგირების მექანიზმი არ აღმოჩნდა.
„ჩვენი მთავარი კონკურენტი იყო ადამიანი, რომლის სიმდიდრე თავისთავად იყო გზავნილი. ამას დაემატა მკაფიო გზავნილი საარჩვენო კამპანიის დროს, რომ მისი მშობლიური სოფლის მსგავსი იქნება საქართელოც - რადგაც ეს კაცი პერსონალურად მდიდარია, ის შეძლებს, მოგვცეს კეთილდღეობა და ფული. ოპოზიციის უკიდურესი სისუსტის ფონზე ამ ცხრა წლის განმავლობაში და განსაკუთრებით, ბოლო პერიოდში ჩვენი მხრიდან იყო მოდუნება, დისკუსიის შემცირება და გაქრობა, როგორც შიგნით ისე გარეთ. ეს ასუსტებს ნებისმიერ პოლიტიკურ გუნდს, ასე მოხდა ჩვენს შემთხვევაშიც. შედეგად, ეს იძლევა კიდევ უფრო მეტ მოდუნებას და სისტემის შიგნით კონტროლისა და ბალანსის მორღვევას. ამის ერთ - ერთი გამოვლინება, ყველაზე დამანგრეველი და საშინელი, იყო ციხის სკანდალი. პრობლემა იყო არა ის, რომ ცალკეული სადისტების ჯგუფი ამ საშინელ დანაშაულს ჩადიოდა, არამედ ის, რომ სისტემამ ეს შესაძლებელი გახადა, თავად სისტემის შიგნით არ აღმოჩნდა ამაზე ადრეული რეაგირების მექანიზმი. ეს იყო დისკუსიის და მწვავე დებატების ნაკლებობის გამოვლინება. ესაა ფუნდამენტური შეცდომა, რომელიც დაუშვა ნაციონალურმა მოძრაობამ" - განაცხადა ჟურნალ "ტაბულასთვის" მიცემულ ინტერვიუში ბოკერიამ.