განათლების სამინისტროს წარმომადგენელთა განცხადებით, პროფესიული განათლება, რომელსაც ახალი ტიპის პროფესიული სწავლების ცენტრები იძლევიან, არის ის ინსტრუმენტი, რომელიც საქართველოს დაეხმარება უმუშევრობის დაძლევაში, ეკონომიკურ ზრდასა და კვალიფიციური კადრების დეფიციტის შევსებაში.
სტრატეგიის ფარგლებში, აღნიშნული ამოცანების განსახორციელებლად საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით, სახელობო განათლებისა და მომზადების ეროვნული პროფესიული საბჭო შეიქმნა.
განათლების სისტემის მოდერნიზება გულისხმობს მთელი სიცოცხლის განმავლობაში განათლების მიღების შესაძლებლობის მიცემას თითოეული მოქალაქისათვის, პროფესიული განათლების ადაპტირებას შრომის ბაზრის მოთხოვნებთან სოციალურ პარტნიორთა და სამოქალაქო საზოგადოების დაინტერესებულ წარმომადგენელთა აქტიური მონაწილეობის საშუალებით.
სახელობო განათლებისა და მომზადების სტრატეგიაზე ქართველ ექსპერტებთან ერთად უცხოელი ექსპერტებიც იმსჯელებენ.
სტრატეგიის შემუშავება ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება.