სადამკვირვებლო მისიის „ჩემი ხმა“ წარმომადგენელი, ყოფილი სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია, თბლისის საქალაქო სასამართლოში მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით გამოიკითხება.
სხდომა 27 ნოემბერს, 12:00 საათზე, ჩატარდება.
სხდომაზე, რომელიც დახურულ რეჟიმში გაიმართება, არჩევნების შესაძლო გაყალბების საქმის ფარგლებში ნინო ლომჯარია სასამართლოს ინფორმაციას მიაწვდის იმ ფაქტებზე, რომელიც სადამკვირვებლო მისიამ "ჩემი ხმა" დააფიქსირა.
უკვე გამოიკითხნენ ორგანიზაციის სხვა წევრებიც: ლონდა თოლორაია და ტატო ქელბაქიანი.