აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ჩინეთში ჩავიდა. შენჭენის საერთაშორისო აეროპორტში მას ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი პირადად დახვდა.
ჩინეთის ლიდერის მხრიდან ეს უჩვეულო დიპლომატიური ჟესტია, რადგან სი ძინპინი, როგორც წესი, უცხოელ ლიდერებს აეროპორტში პირადად არ ხვდება. ტრამპს ის თვითმფრინავის ტრაპთან დახვდა, რის შემდეგაც ლიდერებმა ერთმანეთს ხელი ჩამოართვეს.
მედიის ცნობით, ეს ჟესტი საპასუხო ნაბიჯადაც განიხილება - სექტემბერში, აშშ-ში სი ძინპინის ვიზიტის დროს, ტრამპი მას ვაშინგტონის მახლობლად, ენდრიუსის სამხედრო-საჰაერო ბაზაზე პირადად დახვდა.
ტრამპი ჩინეთში აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის (APEC) სამიტში მონაწილეობის მისაღებად ჩავიდა. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია მისი შეხვედრა სი ძინპინთან, ასევე სამმხრივი შეხვედრა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან.