სეპარატისტული აფხაზეთის ტერიტორიაზე დღეს ორდღიანი სამხედრო წვრთნა დაიწყო. აფხაზური მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, წვრთნა აფხაზეთის ე.წ. თავდაცვის სამინისტროსა და გუდაუთის რაიონის სამხედრო კომისარიატის ორგანიზებულია.
სწავლება გუდაუთის რაიონში და ოჩამჩირის რაიონში მდებარე "ნაგვალოუს" პოლიგონზე გაიმართება. აფხაზური მხარე აღნიშნავს, რომ სწავლებს აფხაზეთის ე.წ. რესპუბლიკის ე.წ. შეიარაღებული ძალების 2013 წლის გეგმის ფარგლებში ტარდება.
მასალის გამოყენების პირობები