ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებათა ფორმატის ცვლილება არ იგეგმება. განცხადება ამის შესახებ დღეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ დავით ჯალაღანიამ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
მისივე თქმით, ამ საკითხის შესახებ აქტიურად საუბრობდა აფხაზური მხარე, თუმცა მოცემულ ფორმატში რაიმე სახის კომპონენტის ცვლილებაზე საუბარი არ მიდის.
"ჟენევის მოლაპარაკებათა 23-ე რაუნდი 26-27 მარტს გაიმართება. დისკუსიები წარიმართება ორივე სამუშაო ჯგუფში - უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული. ჩვენ როგორც ყოველთვის დაინტერესებულნი ვართ, რომ დიალოგი კონკრეტული და შედეგზე ორიენტირებული იყოს და იმედს ვიტოვებთ, რომ ქართული დელეგაცია შედეგით დაბრუნდება", _ განაცხადა ჯალაღანიამ.