,,უკეთესი იქნება, თუ ,,საერთო სასამართლოების" შესახებ კანონპროექტს მომავალ კვირას მივიღებდით", _განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა პლენარული სესიის დაწყებისას ,,საერთო სასამართლოების" შესახებ კანონპროექტზე კენჭისყრის გადადების კომენტირებისას.
"ბოლო ორი დღის განმავლობაში გაიმართა დამატებითი კონსულტაციები, რომელშიც მონაწილეობდნენ პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი, უმცირესობის ლიდერი დავით ბაქრაძე. პროცესში ჩართული ვიყავი პირადად მეც. შევთანხმდით, რომ საქმისთვის უკეთესი იქნება, თუ აღნიშნულ კანონპროექტს მომავალ კვირას მივიღებდით, როცა მზად იქნება სათანადო ცვლილებები, მათ შორის - პარლამენტის რეგლამენტში. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ექვსი წევრის არჩევის ნაწილში განსასაზღვრია საპარლამენტო პროცედურები. სურათი რომ ნათელი იყოს, სჯობს, დოკუმენტი ხუთშაბათამდე მომზადდეს და ძირითად კანონპროექტს მომავალ კვირას დაეწიოს, ხოლო თუკი მეორე მოსმენით მიღებულ კანონში რაიმე დასაზუსტებელია, რის საშუალებასაც პროცედურა იძლევა, შევთანხმდით, რომ ამ თემაზეც დამატებითი კონსულტაციები გვექნება. ეს კანონი უნდა მივიღოთ რაც შეიძლება სწრაფად, მაგრამ რაც შეიძლება ხარისხიანად და ფართო კონსესუსით, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ", _განაცხადა უსუფაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ,,საერთო სასამართლოების შესახებ" კანონში შესტან ცვლილებებს დეპუტატები სამ აპრილს განიხილავენ.