დღეს, 25 მარტს 10 საათიდან 12 საათამდე მთაწმინდის რაიონის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. შეზღუდვა შეეხება: ვერის დაღმართის, კოსტავას, ქიაჩელის, ახვლედიანის, ბაქრაძის, კალაძის, კობახიძის, ჭოველიძის და მიმდებარე ქუჩების მაცხოვრებლებს.
სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 25 მარტს 10 საათიდან 16 საათამდე საბურთალოს რაიონის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება. შეზღუდვა შეეხება: ქოშიგორის დასახლების მაცხოვრებლებს.
ხოლო 11 საათიდან 16 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება: ყაზბეგის და ვაჟა-ფშაველას გამზირების (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.
სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 25 მარტს 10 საათიდან 13 საათამდე ისნის რაიონის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება.
შეზღუდვა შეეხება: ნავთლუღის დასახლების VII ქუჩის, კახეთის გზატკეცილის და მიმდებარე ქუჩების მაცხოვრებლებს.
სარემონტო სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება