აფხაზეთში მიწის შეძენა რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებსაც შეეძლებათ. ამის შესახებ აფხაზეთის მარიონეტული რეჟიმის პრეზიდენტმა, სერგეი ბაღაფშმა "იტარ-ტასის" ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
"რუსეთის მოქალაქეს, რომელსაც აფხაზეთში საცხოვრებლის ყიდვა სურს, დღეს აფხაზეთის მოქალაქეობის მიღება სჭირდება. ეს პროცედურა უნდა გაუქმდეს, თუ ვინმეს ჰგონია, რომ რუსები აფხაზეთში ყველაფერს იყიდიან ეს მათ საქმეა. მე ვიცი, რომ რუსები ჩვენთან დასასვენებლად ჩამოდიან და მათ საცხოვრებელი სახლები სჭირდებათ", - განაცხადა ბაღაფშმა.