,,კბილაშვილი კადრებს მხოლოდ თავის კურსელებსა და ახლობლებში ეძებს', -განაცხადა ,,ქრონიკასთან" ' ინტერვიუში ,,არჩევნებისა და პოლიტიკური ტექნოლოგიების კვლევის ცენტრის" ხელმძღვანელმა, იურისტმა კახა კახიშვილმა და აღნიშნა, რომ საქართველოში კვალიფიციური კადრების სიმცირე არ არის.
,,არანაირი კადრების დეფიციტი არ არის. სამწუხაროდ, კბილაშვილი კადრებს მხოლოდ თავის კურსელებსა და ახლობლებში ეძებს. ამიტომ შეიძლება მის გარემოცვაში დეფიციტი იყოს, მაგრამ მთლიანად საქართველოში კადრების დეფიციტი არ არსებობს"_ აცხადებს კახიშვილი.
მისივე განცხადებით, პროკურატურაში ბევრი ხარვეზი არსებობს და იქ ისევ სააკაშვილის კადრები მუშაობენ.
,,პროკურატურაში რამდენადაც ვიცი, ხარვეზები არ გამოსწორებულა. ყველა ის ადამიანი ვისზეც ყურადღებას ვამახვილებდი ისევ ,,წარმატებულად აგრძელებს" პროკურატურაში მოღვაწეობას. მეტიც პროკურატურის მიერ გაკეთებული განცხადებები საგამოძიებო ჯგუფის შექმნის თაობაზე, ახალბედა პროკურორების მიერ ძველი პროკურორების საქმეების შესწავლის თაობაზე მეჩვენება, რომ არის მხოლოდ და მხოლოდ თვალთმაქცური განცხადებები, რომელიც შედეგზე ორიენტირებული არ არის", _აცხადებს კახიშვილი.