ანიმაციურ ფილმზე, სახელწოდებით „მონადირე" მუშაობა უახლოეს მომავალში დასრულდება. როგორც სააგენტო „ჯი-ეიჩ-ენს" სტუდია „მიფასი ფილმის" ხელმძღვანელმა ზურაბ დიასამიძემ განუცხადა, „ანიმაციური ფილმი არის ადამიანზე, რომელიც ჩასაფრებულია ტყეში, ბუჩქებში სადაც სახლი აქვს მოწყობილი. სახლში აქვს კარადა, გლობუსი და სხვადასხვა ნივთები. დისტანციური პულტით იხსნება კარადა, შემდეგ გლობუსი სადაც ბომბები ინახება. თავად ეს მონადირე ამ ბომბებით იღუპება".
„ზღაპრის იდეა ზუგდიდის სამხატვრო სასწავლებლის მოსწავლეებთან საუბრის შედმეგ გაჩნდა. ვცდილობთ ანიმაციურ ფილმებში ავსახოთ ბავშვების იდეები."- განაცხადა ზურაბ დიასამიძემ.
მასალის გამოყენების პირობები