ახალმა ხელისუფლებამ ვერ ისწავლა წინა ხელისუფლების შეცდომებზე_ამის შესახებ ,,ნაციონალური მოძრაობის" გენერალურმა მდივანმა ივანე მერაბიშვილმა პარტიის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა და აღნიშნა, რომ თანაპარტიელების ბედი აწუხებს.
"მე მაწუხებს ჩვენი პარტიის რიგითი წევრების ბედი. რომლებიც ყოველდღე დადიან დაკითხვაზე. თითოეული ნაცმოძრაობის წევრს გავუგზავნე წერილი და სოლიდარობა გამოვუცხადე. ისინი იქცნენ მსხვერპლად ახალი ხელისუფლების. უკვე 2 ათასზე მეტი აქტივისტია დაბარებული პროკურატურაში. 15 ათასზე მეტი ადამიანია დაკითხული საქართველოში", - განაცხადა "ნაცმოძრაობის" გენერალურმა მდივანმა ივანე მერაბიშვილმა, რომელიც ხელისუფლებას მოუწოდებს ბოლომდე მიიყვანოს ყველა გამოძიება, რათა საზოგადოება ერთხელ და სამუდამოდ გაერკვეს იმ საკითხებში, რაც,,ნაციონალური მოძრაობის" დროს ხორციელდებოდა.