ფარმაცევტულ ბაზარზე ახალი მოთამაშის გამოჩენას ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო მიასალმება და განმარტავს, რომ ახალი მოთამაშის გამოჩენით ბაზარზე გაიზრდება კონკურენცია. თუმც როგორც მინისტრი აცხადებს, ახალი მოთამაშის გამოჩენამ ძველი მოთამაშეები არ უნდა დათრგუნოს.
"არაერთხელ გვაქვს დეკლარირებული, რომ ზოგადად კერძო ბიზნესის განვითარებას ხელი უნდა შევუწყოთ. კონკურენცია ყოველთვის კარგია, რადგანაც მედიკამენტის ღირებულება ზოგადი ჯანდაცვის დანახარჯების ძალიან მაღალ, 60 %-მდე შეადგენს, რითაც ჩვენ ევროპაში პირველი ადგილი გვიჭირავს და მსოფლიოში ერთ-ერთი პირველი ადგილი. თავისთავად ცხადია, რომ ეს პარიტეტი დავიდეს ოპტიმუმამდე. აქ რაიმე იმეპარტიულ რეგულირებაზე არ იქნება საუბარი, არამედ კონკურენციის გამყარებაზე. ჩვენ ამ მიმართულებით ვზრუნავთ და რამდენიმე მიმართულებით გვაქვს მოლაპარაკებები. რადგანაც მოლაპარაკებები გაქვს, კომპანიისა და ვადების დასახელებისკენ თავს შევიკავებ.
კონკურენცია ბაზარზე არ უნდა იყოს დისკრიმინაციული, თავისთავბად ცხადია ახალმა მოთამაშემ არ უნდა გამოწვიოს ძველი მოთამაშის დათრგუნვა."- აცხადებს
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო.
შეგახსენებთ, რომ გუშინ პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებთან შეხვედრისას ფარმაცევტულ ბაზარზე ახალი კომპანიის შესაძლო შემოსვლაზე გააკეტა განცხადება.