განათლების მინისტრი მიიჩნევს, რომ კახა ბენდუქიძეს აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტების მძევლად აყვანა სურს და სწორედ ამიტომ არ აპირებს არსებული ხარეზების გამოსწორებას.
გიორგ მარგველაშილი მიიჩნევს, რომ ის ხარვეზები, რომელიც აგრარულ უნივერსიტეტთან მიმართებში არსებობს ძალიან მარტივი გამოსასწორებებელია.
"ჩვენ დავაფიქსირეთ, რომ გვაქვს პოლიტიკური ნება, რომ კანონის ფარგლებში დავაჩქაროთ პროცესი. ანალოგირუი პროცესები ყოფილა ადრეც, ხარვეზები იყო გამოსასწორებელი, თუმცა სხვა უმაღლესმა საწავლებლებმა გამოასწორეს ხარვეზები. ერთ-ერთმა უნივერსიტეტმა ხარვეზი 3-5 დღეშიც კი გამოასწორა. ბუნებრივია, ჩვენ ვხედავთ, რომ ამ შემთხვევაში პროცესი არ არის მიმართული ხარვეზების გამოსწორებისკენ, არამედ ხდება პროცესის პოლიტიზირება. მე მივხვდი, რომ ბენდუქიძეს სურს ეს სტუდენდტები მძევლად აიყვანოს და არ შემოიტანოს ხარვეზების გამოსწორება. ამას მივხვდი 3-4 დღის შემდეგ, როდესაც გამოჩდა, რომ მხოლოდ რამდენიმე დეტალი იყო ჩასასწორებელი და ის ამას არ აკეთებდა",- განაცხადა მარგველაშვილმა.
მინისტრის თქმით, მან საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეთთან გააქტიურა სხვა პროექტი, რათა სტუდენტებს, რომლებიც დღეს აგრარულ უნიერისტეტში სწავლობენ, სწალის დასრულების საშუალება მიეცეს.