დევნილთა სამინისტროს პრესსამსახურის უფროსი ეკა გულუა დღეს პრემიერმინისტრთან ჟურნალისტების შეხვედრას გამოეხმაურა. შეხვედრაზე ჟურნალისტმა გელა მთივლიშვილმა აღნიშნა, რომ სამინისტროებთან კომუნიკაციის პრობლემა არსებობს და მათ შორის, ერთ-ერთ უწყებად დევნილთა სამინისტრო დაასახელა.
როგორც ეკა გულუა აცხადებს, ვერც ერთი მედიასაშუალება ვერ იტყვის, რომ სამინისტროსთან კომუნიკაციის პორბლემა შეექმნა და ყველა ჟურნალისტს სთხოვს, თუ მსგავი პრობლემა არსებობა, კონკრეტული ფაქტები დაასახელონ.
„სამინისტრო ახალი ხემძღვანელობის პირობებში აბსოლუტუად გასნილია და მედიასთან ურთიერთობაში. ვერც ერთ ფაქტს ვერ დამისახელებთ, როცა მედიასაშუალების წარმომადგენელს მინისტრთან ინტერვიუზე უარი ვუთხარით ან მოგვმართა და კონკრეტული ინფორმაცია ვერ მიიღო. მსგავსი ფაქტი არ არსებობს. ბუნებრივია, არ ვგულისხმობ ყოფილ ხელისუფლებას, როცა კომუნიკაცია ნამდვილად პრობლემა იყო. ბატონ გელა მთივლიშვილსაც ვეასუბრე და ვთხოვე დაესახელებინა კონკრეტილი ფაქტები, როდის შეექმნა პრობლემა, თუმცა, მან მითხრა, რომ საჭეს მართავს და ვერ მესაუბრება. მსგავსი ფაქტი არ არსებობს, ან თუ არსებობს და მას კომუნიკაციის პრობლემა შეექმnა, ვთხოვ დაასახელოს კონკრეტული ფაქტი - ვის მიმართა? როდის და რა პრობლემა შეექმნა. რეგიონალური ჟურნალისტები საკმაოდ აქტიურად აშუქებენ დევნილთა პრობლემებს, კითხვებსაც მიგზავნიან და ოპერატიულად ვპასუხობთ. შესაბამისად, დევნილთა სამინისტროს მედიასთან კომუნიკაციის პრობლემა არ გააჩნია" , - აცხადებს გულუა.
მასალის გამოყენების პირობები